რეზონანსი
29.11.2026

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის გივი მი­ქა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო ჰონგ-კონ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას იწყებს.

კერ­ძოდ, მი­ქა­ნა­ძის გან­მარ­ტე­ბით, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აარ­ჩევს მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის მქო­ნე ახალ­გაზ­რდებს და სწავ­ლის აღ­ნიშ­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.

მისი თქმით, და­გეგ­მი­ლია მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბა, თუმ­ცა მა­ნამ­დე, მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს გა­ნა­ცხა­დის გა­კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა წელსვე ექ­ნე­ბათ.

“ვი­წყებთ მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ და ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ – ჰონგ-კონ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, რო­მე­ლიც უახ­ლე­სი კვლე­ვის თა­ნახ­მად ნო­მერ პირ­ვე­ლი უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა აზი­ა­ში, ხოლო მსოფ­ლი­ოს რე­ი­ტინ­გში მე-11 ად­გილს იკა­ვებს.

ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ­ჩევს სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბის მქო­ნე, ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდებს და მათ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბის შანსს აძ­ლევს.

ამ ის­ტო­რი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­წყე­ბა ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვი­ლის ძა­ლის­ხმე­ვი­სა და პი­რა­დი ჩარ­თუ­ლო­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვა და შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გახ­და სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს დღეს ეს უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ.

და­გეგ­მი­ლია ჰონგ-კონ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბა. თუმ­ცა, ორი­ვე მხა­რის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მზა­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მიღ­წე­უ­ლია შე­თან­ხმე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან წარ­დგე­ნი­ლი გა­ნა­ცხა­დე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­მა გან­სხვა­ვე­ბულ ვა­დებ­ში გა­ნი­ხი­ლოს. შე­სა­ბა­მი­სად, მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის იმოქ­მე­დებს გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი და ისი­ნი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­კონ­კურ­სო გა­ნა­ცხა­დის წარ­დგე­ნას, სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით, წელსვე შეძ­ლე­ბენ.

კერ­ძოდ, ახა­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა წელს მხო­ლოდ მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს შე­ე­ხე­ბა. მომ­დევ­ნო წლი­დან კი შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მე-11 და მე-12 კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ.

შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­აგ­რძე­ლე­ბენ, სა­დაც სწავ­ლის წლი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 35 000 აშშ დო­ლა­რი­დან - 42 000 აშშ დო­ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს.

სას­წავ­ლო გრან­ტი თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის პრინ­ციპს ეფუძ­ნე­ბა. ეს გუ­ლის­ხმობს, რომ სტუ­დენ­ტის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის ნა­წილს ჰონგ-კონ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ხოლო ნა­წილს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და­ა­ფი­ნან­სებს.

შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცე­ვა აკა­დე­მი­ურ მოს­წრე­ბას, ინ­გლი­სუ­რი ენის ფლო­ბის დო­ნეს, ასე­ვე, ეროვ­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ა­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ ჰონგ-კონ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლომს, რაც მათ, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მომ­დევ­ნო სა­ფე­ხურ­ზე სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის, ან სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის და თა­ვი­ან­თი პრო­ფი­ლის შე­სა­ბა­მი­სად და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.

ჰონგ-კონ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­რი­ცხვა ნამ­დვი­ლად არ არის მარ­ტი­ვი - კონ­კურ­სი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­და­ლა­ხა­ვენ დად­გე­ნილ კრი­ტე­რი­უ­მებს და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის გა­ნათ­ლე­ბას მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღე­ბენ.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცეს­თან კი­დევ უფრო და­ახ­ლო­ე­ბა, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ზრდა, გლო­ბა­ლურ სივ­რცე­ში ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბა – სწო­რედ ამ მიზ­ნე­ბის­კენ გა­დად­გმუ­ლი კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯია ჰონგ-კონ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას, რათა მო­მა­ვალ­ში ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდებს თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის კი­დევ უფრო ფარ­თო არე­ა­ლი შე­ვუქ­მნათ. გვჯე­რა, რომ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცია ქვეყ­ნის მო­მა­ვალ­ში ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­აა და სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ქმნი­ან ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მყარ სა­ფუძ­ველს‘‘, – გა­ნა­ცხა­და გივი მი­ქა­ნა­ძემ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×