რეზონანსი
29.11.2026

პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაციის, Real American Freestyle-ის (RAF) მე-15 ღონისძიებაზე კუბელი იონგერ ბასტიდა ანგარიშით 6:0 დაამარცხა.

ქართველმა მძიმეწონოსანმა მეტოქეს ოთხჯერ დაატოვებინა საჭიდაო ხალიჩის საზღვრები, კიდევ ორი ქულა კი წარმატებული კონტრშეტევით მოიპოვა და შეხვედრა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულა.

ჩიკაგოში მოპოვებული გამარჯვებით პეტრიაშვილი მძიმე წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრის ოფიციალური პრეტენდენტი გახდა და ტიტულისთვის ამერიკელ უაიატ ჰენდრიქსონს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19 დეკემბერს ნიუ-იორკში, RAF 16-ის ღონისძიებაზე გაიმართება.

გენო პეტრიაშვილისთვის ეს ორგანიზაციაში მეორე გამარჯვებაა. ქართველმა მოჭიდავემ ივლისში საქართველოში გამართულ სადებიუტო შეხვედრაში ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ამერიკელი ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა.

პეტრიაშვილს RAF-ში ჩატარებულ ორ შეხვედრაში, ჯამში, 16 ქულა აქვს მოპოვებული, მეტოქეებისთვის კი არც ერთი ქულა არ დაუთმია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×