რეზონანსი
28.11.2026

ჰაკერებმა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ღრუბლოვან პლატფორმა Cloud One-ში შეაღწიეს, რომელიც სამხედრო დანიშნულების მნიშვნელოვან მონაცემებს ამუშავებს. ამის შესახებ Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

კიბერშეტევა დაახლოებით ერთი თვის წინ, პლატფორმის განახლების პროცესში აღმოაჩინეს. ინციდენტის მასშტაბებისა და შესაძლო ზიანის შესაფასებლად გამოძიებაში აშშ-ის კიბერსარდლობაც ჩაერთო.

Cloud One-ზე განთავსებულია სისტემები, რომლებიც ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის რადარების მონაცემებს, მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების 200-ზე მეტ ობიექტზე არსებული ბომბებისა და რაკეტების აღრიცხვის ინფორმაციას, სამხედრო თვითმფრინავების ტექნიკური მდგომარეობის, ლოგისტიკისა და სამხედრო პერსონალის მონაცემებს ამუშავებენ.

კიბერშეტევის აღმოჩენის შემდეგ შეჩერდა ახალი პროგრამების პლატფორმაზე გადატანისა და არსებული პროგრამების განახლების პროცესი, მომხმარებელთა ნაწილს კი ადმინისტრატორის უფლებები ჩამოერთვა.

Cloud One-ის შექმნა 2017 წელს დაიწყო. პლატფორმის ფუნქციონირებისთვის Microsoft-ის, Amazon-ის, Oracle-ისა და Alphabet-ის ტექნოლოგიური რესურსები გამოიყენება.

ამ ეტაპზე უცნობია ჰაკერების ვინაობა, კიბერშეტევის სრული მასშტაბი და ის, მოახერხეს თუ არა თავდამსხმელებმა სამხედრო მონაცემების მოპარვა.

პენტაგონს კიბერშეტევის ფაქტი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×