რეზონანსი
28.11.2026

წამლის ფასებზე იქნა მიღებული ძალიან მნიშვნელოვანი, კონკრეტული ზომები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ ყველაზე ქმედითი ზომა გამოიყენა.

„ხელისუფლებას რითაც შეეძლო ამ სფეროში ჩარევა, ყველაზე ქმედითი ზომა გამოიყენა და ეს არის ე.წ. რეფერენტული ფასები, რომლითაც მოხერხდა ძირითად მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, დაწესდა ზღვრები, რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ ინფლაციური პროცესები წამლების ნაწილში დაგვესტაბილურებინა. ერთადერთი ქმედითი ზომა, რაც შეეძლო მიეღო ხელისუფლებას ამ სფეროში, იყო სწორედ რეფერენტული ფასების დადგენა და შემოღება“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×