რეზონანსი
28.11.2026

22 ნოემბერს ლიბიის ქალაქ ბენღაზის მახლობლად რუსულ გემებზე უკრაინული ძალების თავდასხმის ერთ-ერთი შედეგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის შორის დაძაბული საუბარი გახდა.

იტალიის მთავრობის მეთაური „განრისხებული იყო“ იმის გამო, რომ კიევი მისი ქვეყნის ტერიტორიული წყლების მახლობლად წინასწარი შეთანხმების გარეშე სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს. უკრაინის პრეზიდენტს კი ბოდიშის მოხდა მოუწია, - წერს Bloomberg.

იტალიის პრემიერ-მინისტრი რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო, თუმცა მომავალ წელს მელონის არჩევნებში კვლავ მოუწევს მონაწილეობა იმ ფონზე, როდესაც იტალიურ საზოგადოებაში პრორუსული განწყობები ძლიერდება.

კიევისთვის დახმარების შეწყვეტისა და მოსკოვთან შერიგების მომხრეები არიან როგორც იტალიის ოპოზიციაში, ისე მმართველ კოალიციაში.

ასეთ ვითარებაში უკრაინის თავდასხმა რუსულ კორვეტ „მერკურიზე“ და მშრალტვირთმზიდ MV Angara-ზე, იტალიიდან საზღვაო გზით სულ რაღაც 750 კილომეტრის დაშორებით, მელონის კრიტიკოსების წისქვილზე ასხამს წყალს. სწორედ ამან გამოიწვია იტალიის პრემიერ-მინისტრის აღშფოთება, - წერდა Bloomberg.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×