
უკრაინულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე დარტყმების განხორციელებისას ისრაელური სატელიტური კავშირის სისტემა HiSKY გამოიყენეს.
Starlink-ისა და Starshield-ისგან განსხვავებით, ეს სისტემა როგორც უკრაინის, ისე რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობს, რაც უკრაინელ სამხედროებს რუსეთის შეიარაღებული ძალების ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარების აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
თავად კომპანია HiSKY-მ გამოცემისთვის კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.
WSJ-ის წყაროების ინფორმაციით, ისრაელური სისტემის გამოყენება ილონ მასკის სატელიტური კავშირის სისტემასთან შედარებით უფრო რთულია, ნაკლებად ავტომატიზებულია და ოპერატორებისგან მეტ ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს.
ეს გარემოებები HiSKY-ის ყოველდღიურ გამოყენებას ართულებს, თუმცა შესაძლებელს ხდის სისტემის გამოყენებას ცალკეული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაციებისთვის, მათ შორის ყირიმის ხიდზე დარტყმების განსახორციელებლად.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებული დარტყმების შედეგებს ჯერჯერობით არასაკმარისად მიიჩნევს და სამხედროებისგან მისი საბოლოო განადგურებას მოითხოვს.