რეზონანსი
28.11.2026

ხორვატიის უმაღლესმა სისხლის სამართლის სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინის მოქალაქის, ვლადიმირ ჟურავლიოვის დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი. გერმანიაში მას 2022 წლის 26 სექტემბერს „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენებზე განხორციელებულ დივერსიაში მონაწილეობას ედავებიან.

ზემდგომმა სასამართლომ გააუქმა ჟურავლიოვის ექსტრადირების შესახებ ორი თვით ადრე ქალაქ პულის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დააბრუნა. ამის შესახებ ჟურავლიოვის ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანია „კატერინჩუკი, მოორი და პარტნიორები“ იუწყება.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები ნაადრევად მიიჩნია და მას გერმანიის სასამართლოსგან დამატებითი ინფორმაციის მიღება დაავალა.

საუბარია ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული დაკავების ორდერების ურთიერთმიმართებაზე, სავარაუდო დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციასა და ჟურავლიოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებზე.

როგორც იურიდიულ კომპანიაში აღნიშნავენ, „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებაში მეორე უკრაინელი ეჭვმიტანილის გერმანიისთვის გადაცემის საკითხი კვლავ ღიად რჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×