რეზონანსი
28.11.2026

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს ყირიმის ხიდის „სამუდამოდ მწყობრიდან გამოყვანა“ უბრძანა. უკრაინული ძალები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ამზადებენ.

„პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხიდი მთლიანად განადგურდეს“, - დაუდასტურა ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ს კიევში ერთ-ერთმა წყარომ.

ქერჩის სრუტეზე გადებული ხიდი, საავტომობილო ნაწილის განადგურების მიუხედავად, კვლავ უზრუნველყოფს სარკინიგზო მიმოსვლას რუსეთის კონტინენტურ ნაწილსა და ანექსირებულ ნახევარკუნძულს შორის.

ეს, მათ შორის, ყირიმში სამხედრო ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობას იძლევა, რასაც კიევში მიუღებლად მიიჩნევენ.

სწორედ ამიტომ უკრაინელი სამხედროები 17 ნოემბრის დარტყმას შუალედურ წარმატებად აფასებენ, თუმცა აღიარებენ, რომ ხიდის ერთი მალისა და ერთ-ერთი თაღის განადგურების ამბავი „ლუდით აღნიშნეს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×