
„იუესაიდი“ გამოიყენებოდა ე.წ. დიფ სთეითის მიერ, რომ ქვეყნებში ქაოსი შეეტანა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ სკანდალურ ფაილებზე საუბრისას.
მისივე თქმით, მილიარდზე მეტია საქართველოს შემთხვევაში დახარჯული, რომ მომხდარიყო რევოლუციური სცენარები.
„ღია წყაროებში საქართველოზეც არის საუბარი პირდაპირ ფაქტებით, მტკიცებულებებით. მილიარდზე მეტია საქართველოს შემთხვევაში დახარჯული, რომ მომხდარიყო რევოლუციური სცენარები. ისინი აფინანსებდნენ ე.წ. მდიდარ ენჯეო ორგანიზაციებს, აგენტურულ პარტიებსა და მედია-საშუალებებს. „იუესაიდის“ მეშვეობით ლოკალური აგენტურა „ფეისბუქსა“ და სხვა სოციალურ ქსელებს აშლევინებდა იმ კონტენტს, რაც არ აწყობდა და პირიქით, უფრო პოპულარიზაციას უწევდნენ ხელოვნურად ისეთი ტიპის კონტენტს, რომელიც მათ დღის წესრიგს ემსახურებოდა.
ასევე უნდა გავიხსენოთ გამჭვირვალობის ქართული კანონი, როდესაც თაღლითობაში მიიღო მონაწილეობა საქართველოში აგენტურულმა ოპოზიციამ, მდიდარმა „ენჯეოებმა“, მათმა აქტივისტებმა. ფაქტებითაა დადასტურებული, რომ ეს ყველაფერი „იუესაიდის“ მხრიდან იყო ორკესტრირებული“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.