რეზონანსი
28.11.2026

ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი, რომელიც ერთი თვის წინ სამსახურიდან წავიდა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენა-რეალიზების ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაცია შსს-ში დაადასტურეს.

უწყების ცნობით, ანზორ ოყუჯავას დაკავება 260-ე მუხლის საფუძველზე, 26 ნოემბერს მოხდა.

"ტვ პირველის“ ინფორმაციით, გუშინ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ საპროცესო გარიგების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლე, ეკატერინე ბებიამ დააკმაყოფილა.

დაკავებული ოყუჯავა დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. 

ზუგდიდის დადიანების სასახლის დირექტორი ანზორ(დავით) ოყუჯავა, სამსახურიდან რამდენიმე კვირის წინ გაუშვეს. თავად ოყუჯავა ამტკიცებდა, რომ ის არავის გაუშვია და სამსახური საკუთარი ნებით, ხელფასის გამო დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×