რეზონანსი
28.11.2026

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ ახალგაზრდას, თამაზ გოლოევს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თვეების წინ აცხადებდნენ, რომ ის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს ჰყავდათ გადაბირებული და მათ ეხმარებოდა. ოფიციალურად დაზუსტებული არ არის, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, საუბარია რუსეთზე.

გოლოევის საქმეზე სასამართლო პროცესები დახურული იყო. განაჩენის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ინფორმაცია ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა გაავრცელა. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში დღემდე აცხადებენ, რომ „ბრალდებები სრულიად აბსურდულია და ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“.

თამაზ გოლოევი მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს. მას უცხო ქვეყნის აგენტობაში ადანაშაულებდნენ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გოლოევი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მათ საქართველოს შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×