რეზონანსი
27.11.2026

დანიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და კომიტეტის დელეგაციის წევრები დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანს საგარეო პოლიტიკის საკითხებში ლოტე მახონს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-დანიის ურთიერთობები და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.

ნიკოლოზ სამხარაძემ ილაპარაკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხესა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრობლემურ საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგის აღდგენის აუცილებლობას.

ქართულმა დელეგაციამ გაკვირვება გამოხატა ევროკავშირის მიერ დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს არმიწვევის გამო.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი გავლენა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დანიის სამეფოში იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: ქეთევან ხუროძე და ირაკლი შატაკიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×