რეზონანსი
27.11.2026

არაერთხელ გვინახავს, რადიკალური ოპოზიციის მიერ საპნის ბუშტივით გამსკდარი, ზიზღით და გულზე მჯიღის დარტყმით დაანონსებული ხალხის მდინარეები, მაგრამ არ არსებობს, დაშრა ეს მათი მდინარეები, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მათი მდინარეები მაშინ დაშრა, როდესაც რადიკალური ოპოზიციიის ანტიქართული, ანტიკონსტიტუციური და ანტიეროვნული ქცევა ყველამ გაიაზრა.

„განსაკუთრებით მაშინ, როცა მათმა მხარდამჭერებმა, 2024 წლის არჩევნებზე მანდატი მიანიჭეს და მათ ეს მანდატი სანაგვეზე მოისროლეს. რა გასაკვირია, რომ აღარ ეყოლებათ მხარდამჭერი. ჯგუფ-ჯგუფად, 100-200 კაცი თუ შეაგროვეს, ასე მიდი-მოდიან თბილისის ქუჩებში. ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, მათ პოლიტიკურ პანაშვიდზე ერთი მუჭა ჭირისუფლები ვერ მოიყვანეს, რომ გამოეტირათ ის პარტიები, რომელთა ნიურნბერგის ქართული პროცესიც მიმდინარეობს. ვერ მოაგროვეს იმიტომ, რომ არ აქვთ მაგის საშუალება, იმიტომ რომ არანაირი ნდობა არ გააჩნიათ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×