რეზონანსი
27.11.2026

ჩემთვის ყველაზე მძიმე იყო ის, რომ ამდენი ფული დაიხარჯა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ ის შეძლო, რაც შეძლო, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სირცხვილი ეს იყო, – ამის შესახებ  თამარ ჩერგოლეიშვილმა თეთრი სახლის მიერ გასაჯაროებულ USAID-ის შიდა დოკუმენტებზე საუბრისას აღნიშნა.​

„ჩვენი ქვეყანაც დახარჯავს ფულს თავისი ინტერესების განხორციელებაში, იმისთვის, რომ ჩვენ როგორც და რასაც ვფიქრობთ, რომ კარგია ჩვენი საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მშვიდობისთვის, ბუნებრივია, ისე განვკარგავთ ყველაფერს. 

აქ რაც მაწუხებს, არის ჩვენი სამოქალაქო ელიტის უსუსურობა. ხომ ვიცით ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა. 11 სექტემბრის ტრაგედიის, ტერორისტული შეტევის შემდეგ სხვა პოლიტიკა დაიწყო, დემოკრატიის ექსპორტის პოლიტიკა, რადგან დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთთან არ ომობენ, ქვეყნების დემოკრატიზაცია თუ მოხდება, ის ქვეყნები ერთმანეთთან არ იომებენ და იქნება მშვიდობა. 

ეს არის ამერიკული რბილი ძალა. ტრამპის პრიორიტეტი სხვაა, ტრამპი არ ხედავს ღირებულებებითად სამყაროს, თავისი ინტერესების სფეროს ხედავს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს რა?! ბიძინა ივანიშვილი ვერ ლაგდება ტრამპთან, რადგან ტრამპს სჭირდება არა იმდენად დემოკრატია, რამდენადაც სტაბილურობა და ვერ აღწევს ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში სტაბილურობას. 

ამ ქვეყნის, სულ მცირე, ნახევარი ივანიშვილის წინააღმდეგია. ის რომ გამოხატვის თავისუფლებას შეუზღუდავს, პარტიებს აუკრძალავს და გალახავს, ეს არ შველის, რომ ვითარება დაალაგოს, უთხრას, იცი, რა არის? როგორც ლუკაშენკოსთან დალაგდით, ისე დალაგდით ჩემთან. არ არის ქართული საზოგადოება ბელარუსული საზოგადოება. სხვაგან ვართ და ვერ მიაღწევს ბიძინა ივანიშვილი იმას, რასაც ცდილობს“, – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×