რეზონანსი
27.11.2026

დიდ დიღომში ექვსი 35-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს - ადგილობრივების თქმით,  მშენებლობა მთელ პერიმეტრზე საცობების ახალ ტალღას გამოიწვევს.

აღნიშნულის შესახებ საუბრობს „ლელო - ძლიერი საქართველოც“ - ნიკა ჩერქეზიშვილის შეფასებით, ახალი კორპუსების მშენებლობა მოსახლეობისთვის დიდ დიღომში ცხოვრებას კიდევ უფრო გაართულებს, გდაიტვირთება გზები და იქნება დასურულებელი საცობები.  

„დიდი დიღომი არის კლასიკური მაგალითი, ნათელი გამოხატულება თბილისის ურბანული გენოციდის. აქ ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ზოგჯერ მანქანებით გადაადგილება, კიდევ უამრავ სხვა ფაქტორზე არის ეს ასახული, მათ შორის ჩვენ ხშირად ვხედავთ, როგორ იტბორება დიდი დიღომი. ვერანაირი სისტემა ვეღარ უძლებს ამ განაშენიანებას და ამის პარალელურად გუდვილთან შენდება ექვსი 35-სართულიანი კორპუსი, რაც თავისთავად ნიშნავს ასობით ოჯახს, ასობით ავტომობილს, დამატებით დატვირთვას ამ უბანზე. აქედან ისევ სარგებელს მიიღებს დეველოპერული ჯგუფები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაახლოებული შესაძლოა, ან რა მნიშვნელობა აქვს ამას, იმიტომ რომ მხოლოდ ბიზნესი არ უნდა იღებდეს აქედან მოგებას, აქედან შემოსავალს მიიღებს თბილისის მერია, თუმცა დიდი დიღმელების ცხოვრება კიდევ უფრო გაუარესდება, ვიდრე დღევანდელ დღემდე იყო. მთავარი საფრთხე არის ის, რომ თბილისის მერია არ ემსახურება თბილისელების ინტერესებს. ეს ადამიანები, რომლებიც ამ კორპუსებს დაემატება, სკოლები, ბაღები, რომლებს დიდი დიღომს არ გააჩნია და მკვეთრი კრიზისი აქვს ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, რომ ეს აისახება დიდი დიღმელების ცხოვრებაზე და ამ უბანში ცხოვრება კიდევ გახდება უფრო გაუსაძლისი, შეუძლებელი და ამით, ამ ყველაფრით მხოლოდ იხეირებს ბიზნესი, კახა კალაძის გუნდი და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მხოლოდ დიდ დიღომს არ დააზარალებს, ეს არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, როცა ერთი უბანი იჭედება, ეს ფაქტობრივად ჭედავს მთელ ქალაქს“, - აცხადებს ნიკა ჩერქეზიშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×