რეზონანსი
27.11.2026

რუსეთის მთავრობამ საავიაციო საწვავის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა 2027 წლის 31 მარტამდე გაახანგრძლივა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ხელმოწერილია დადგენილება რეაქტიული ძრავებისთვის განკუთვნილი საწვავის ექსპორტის აკრძალვის შესახებ, მათ შორის იმ საწვავის, რომელიც ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად არის შეძენილი. შეზღუდვა 2026 წლის 1-ელი დეკემბრიდან 2027 წლის 31 მარტის ჩათვლით იმოქმედებს“, - აღნიშნულია რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

შეზღუდვები არ გავრცელდება საერთაშორისო სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული ავიასაწვავის მიწოდებაზე.

რუსეთის მთავრობამ საავიაციო ნავთის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა ივნისში დააწესა, რაც 30 ნოემბრამდე იყო ძალაში. მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვეტილება საწვავის შიდა ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებლად ახსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×