რეზონანსი
27.11.2026

გუშინ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მატჩის მთავარი გმირი ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იყო, მარკის რიდთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს მას უმძიმესი დღე ჰქონდა, მაინც ითამაშა. კაპიტანს თამაშამდე ბებია გარდაეცვალა, თამაშის დროს ტრავმა მიიღო, თუმცა გუნდს მაინც ბოლომდე უკაპიტნა და 25 ქულით და 11 მოხსნით ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა! საქართველოს ნაკრები თამაშის დამთავრებამდე 30 წამით ადრე 5 ქულით მარცხდებოდა, მაგრამ დარჩენილ დროში 7 ქულა მოიპოვა და უკვე წაგებული თამაში შემოაბრუნა. 

როგორც თანაგუნდელები ჰყვებიან, თორნიკემ თამაშის წინ გაიგო, რომ ბებიამისი გარდაიცვალა, მაგრამ მაინც ბოლომდე დაიხარჯა და გუნდთან ერთად საოცარი გამარჯვება მოიპოვა. მატჩის შემდეგ კაპიტანმა ცრემლები ვერ შეიკავა და ეს ბებიის გარდაცვლებით გამოწვეული ემოციაც იყო.

თორნიკე შენგელია წლებია, საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანია, რომელმაც თავისი შრომითა და შეუპოვრობით ევროპული კალათბურთის უმაღლეს დონეს მიაღწია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×