რეზონანსი
26.11.2026

 აშშ-ში, მადლიერების დღის პერიოდში მომხდარმა ძლიერმა შტორმებმა, რომელიც ქვეყნის ნაწილს დაატყდა თავს, აშშ-ის მასშტაბით ასობით ავიარეისი გააუქმა.

მოსალოდნელი იყო, რომ ამ კვირაში 80 მილიონზე მეტი ამერიკელი იმოგზაურებდა, პარალელურად კი ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური (NWS) აშშ-ის დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე შტორმებს პროგნოზირებს, რამაც შესაძლოა ძლიერი წვიმა და წყალდიდობა გამოიწვიოს.

აშშ-ში ამ დრომდე თითქმის 400 რეისი გაუქმდა, 600 000-ზე მეტი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ნიუ-იორკში, უამინდობის საფრთხის გამო, მადლიერების დღისადმი მიძღვნილი Macy s-ის მე-100 საიუბილეო აღლუმი გადაიდო, ნიუ-ჯერსიში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×