რეზონანსი
26.11.2026

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, ევროსა და ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან კი გაუფასურდა. ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი 27 ნოემბრიდან ამოქმედდება.

ახალი კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5917 ლარი იქნება, რაც წინა მაჩვენებელზე 0.02 თეთრით ნაკლებია.

ევროს ღირებულება 0.76 თეთრით გაიზარდა და 2.8444 ლარი შეადგინა, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 0.98 თეთრით გაძვირდა და მისი ღირებულება 3.3982 ლარით განისაზღვრა.

თურქული ლირის ოფიციალური გაცვლითი კურსი უცვლელი დარჩა და 0.0511 ლარი შეადგინა, ხოლო 100 რუსული რუბლის ღირებულება 0.68 თეთრით გაიზარდა და 3.1488 ლარი გახდა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის მცირედით გამყარების ტენდენცია შეინიშნება. 20 ნოემბერს ერთი აშშ დოლარი 2.5933 ლარი ღირდა, 21 ნოემბერს – 2.5926 ლარი, 25 ნოემბერს – 2.5922 ლარი, 26 ნოემბერს კი – 2.5919 ლარი.

27 ნოემბრიდან მოქმედი კურსის გათვალისწინებით, ერთი კვირის განმავლობაში დოლარი ჯამში 0.16 თეთრით გაიაფდა.

მიუხედავად ბოლო დღეებში ევროს გაძვირებისა, ერთი კვირის ჭრილში ლარი ევროპულ ვალუტასთან მიმართებითაც გამყარდა. 20 ნოემბერს ერთი ევრო 2.8547 ლარი ღირდა, ახალი კურსით კი მისი ღირებულება 2.8444 ლარი იქნება. შესაბამისად, ერთ კვირაში ევრო 1.03 თეთრით გაიაფდა.

გრძელვადიან ჭრილში დოლართან მიმართებით ლარის გამყარების ტენდენცია უფრო მკაფიოა. ბოლო სამი თვის განმავლობაში აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6153 ლარიდან 2.5917 ლარამდე შემცირდა, რაც 2.36 თეთრის კლებას შეადგენს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი საორიენტაციოა და კომერციული ბანკებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების კურსებისგან შესაძლოა განსხვავდებოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×