რეზონანსი
26.11.2026

აფრიკის დასახლებაში, ლუკა რაზიკაშვილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული შუახნის მამაკაცია - ის დასთან სტუმრად იმყოფებოდა. 

ადგილობრივების თქმით, სახლში, სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან ცეცლი ორ 10-ლიტრიან ბენზინის "კანისტრაზე" გადავიდა, რამაც  ხანძარი და შემდეგ აფეთქება გამოიწვია. დამ აფეთქებას სამი წუთით გამოასწრო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. 

"როგორც ამბობენ ორი ცალი 10-ლიტრიანი ბენზინი ჰქონდათ. მე რომ გადავიხედე, ფანჯრებიდანაც ძლიერი ცეცხლი გამოდიოდა. ეტყობა სახლში რაღაცა აფეთქდა. შეიძლება შეშის ღუმელიდან გადავიდა იატაკზე, არ ვიცი. დაღუპულია ძმა და სტუმრად იყო აქ. და სახლიდან სამი წუთის გამოსული ყოფილა. მთელი სახლი დამწვარია", - განუცხადა "ტვ პირველს" ადგილობრივმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×