რეზონანსი
26.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთში რუსეთის ვლადიმირ პუტინთან გამართული საუბრების დროს მან ევროპაში სამხედრო აგრესიის შეწყვეტისა და რუსეთ-უკრაინას შორის შეთანხმების სწრაფად მიღწევის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„ჩინეთში ვლადიმირ პუტინთან საუბრების დროს დიდი დრო დავუთმე იმას, რომ მსურს ვიხილო, როგორ შეწყვეტს პრეზიდენტი პუტინი ყოველგვარ სამხედრო აგრესიას ევროპის ტერიტორიების წინააღმდეგ, იმ იმედით, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგება და ეს სწრაფად მოხდება. ნამდვილად მჯერა, რომ ამის დიდი შესაძლებლობა არსებობს. ყოველთვიურად ათასობით ადამიანი იღუპება, ეს სრული სისხლისღვრაა და შეთანხმება ყველასთვის დიდი მიღწევა იქნება!“ - წერს ტრამპი.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდა და მას პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„დიდი პატივი იყო გუშინ საღამოს მარ-ა-ლაგოში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრა, სადაც მრავალი თემა განვიხილეთ და მას პრეზიდენტ პუტინთან ჩემი საუბრების შესახებ დეტალები გავაცანი“, - აღნიშნულია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×