რეზონანსი
26.11.2026

დავით ფეიქრიშვილი მის მიმართ საკანში ცემის ჩაფარცხვაში პროკურატურას ადანაშაულებს - სკანდალური განცხადება ბრალდებულმა ცოტა ხნის წინ სასამართლოში განსაჯელის სკამიდან გააკეთა.

ფეიქრიშვილმა სასამართლოში ასევე ხელი დაადო პენიტენციური სამსახურს, გლდანის ციხის დირექტორს და თქვა, რომ ყველა მის მიმართ განხორციელებული ძალადობის მონაწილე იყო.

მან ასევე დანაშაულის თანამონაწილეობაში დაადანაშაულა ციხის ბადრაგებიც - "მატარებდნენ კაპიუშონით, რომ დალურჯებები კამერებს არ დაეფიქსირებინა".

ფეიქრიშვილი მისი ცემის ფაქტზე ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და ამბობს, რომ 7-ვე პირს ბრალი ჯგუფურად განხორციელებული ორგანიზებული დანაშაულის მუხლით უნდა წარედგინოთ. 

პროკურატურა იყო ჩართული ჩემი წამების და არაადამიანური მოპყრობის ჩაფარცხვაში. პენიტენციური სამსახური საქმის კურსში იყო და მინაწილე იყო, ციხის დირექტორი ორგანიზატორი იყო, პროკურატურამაც ინფორმაცია მათგან იცოდა. ყველა ჩემი საკნიდან გაყვანა კი კონტროლდებოდა, ყიფიანი მობილურით კავშირზე იყო და იცოდა, ადვოკატს რას ველაპარაკებოდი. წარმოიდგინეთ, თუკი ვინმე ჩემს საკანში ან სიახლოვეს იჯდა, ყველა ქართველი გადაიყვანეს, მხოლოდ აზერბაიჯანელები შემოასახლეს, რომ ენის ბარიერი ყოფილიყო და ვერავისთვის მიმეწვდინა ხმა, ლანგარზე მიართვეს ჩემი თავი და ამაში პროკურატურა ხელს უწყობდა. ახლა რატომ მიკრძალავს პროკურატურა ჩემს ოჯახთან კონტაქტს? რამაზ ფირცხალავა, რომელიც ამ ყველაფრის ორგანიზატორია, მისი მოადგილე ხელაძე თანამდებობაზეა. ჩემმა ძმამ 24 საათით ადრე თვითდაზიანებები მიიყინა, სულ შავი ვიყავი ბატონო მოსამართლე, დამატარებდნენ თანამშრომლები კაპიუშონით. თანამშრომლები ამაში ჩართულები იყვნენ. ჩემმა ძმამ თვითდაზიანება მიიყენა, გამოიყვანეთ საკნიდანო, ხელაძე მოადგილე იყო, ვინც ჩემს ძმას ეუბნებოდა, დამშვიდდი, არაფერი ჭირსო და დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს.

პროკურატურამ გირაოთი გაათავისუფლა ორივე [პატარიძე,ფირცხალავა] და მე, ამ დაჯგუფების ხელში ჩამაგდეთ. მეგის ქარდავა რატომ გყავთ გასამართლებული წამების მუხლით? რით განსხვავდება ყიფიანი მეგის ქარდავასგან? პროკურატურა ხელს უწყობს თავისი ინდიფერენტულობით.

მინდა გაიგოთ, რომ მე მაწამეს და 4 დღე მაწამებდნენ, ამ ყველაფერში პროკურატურა ჩართული იყო და მხარე იყო. იმ დღეს თუ მომეცით დარეკვის უფლება, ახლა რატომ არ მაძლევთ?", - განაცხადა ფეიქრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×