რეზონანსი
26.11.2026

რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე უკრაინის თავდასხმების ახალი ტალღის შედეგად, ქვეყანაში ნავთობის გადამუშავების მოცულობა თითქმის განახევრდა და 2000-იანი წლების დასაწყისიდან ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

მას შემდეგ, რაც უკრაინამ 30 ოქტომბერს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების ახალი ტალღა დაიწყო, საწარმოების მიერ ნავთობის გადამუშავების დღიური მოცულობა დაახლოებით 5 მილიონი ბარელიდან ნოემბრის ბოლოსთვის 2,6–2,7 მილიონ ბარელამდე შემცირდა.

კვლევითი კომპანია Rystad Energy-ის ანალიტიკოსმა ვიქტორ კურილოვმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ნოემბრის ბოლოს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წარმოების საერთო მოცულობა უკრაინის თავდასხმების წინა სერიების დროს დაფიქსირებულ მაჩვენებლებზე დაბლა დაეცა.

წარმოების შემცირებამ პრობლემები რუსეთის შიდა ბაზარზეც შექმნა. კერძოდ, 17–23 ნოემბრის პერიოდში ბენზინის საშუალო საცალო ფასები 0,5%-ით გაიზარდა.

ამასთან, Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ 2022 წლიდან კრემლმა ქვეყანაში ნავთობის მოპოვებისა და გადამუშავების შესახებ თითქმის ყველა მონაცემი გაასაიდუმლოვა.

გამოცემის თანახმად, უკრაინის სამხედრო ძალების მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოებისთვის მიყენებული ზიანის ნაწილი შესაძლოა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×