რეზონანსი
26.11.2026

ამერიკელმა მილიარდერმა და ლონდონის საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ თანამფლობელმა ტოდ ბოულიმ განაცხადა, რომ სანქცირებული რუსული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ საერთაშორისო ენერგეტიკული აქტივების შესაძენად შეთანხმებას ხელი მოაწერა. გარიგების მოცულობა 10 მილიარდ დოლარს შეადგენს.

როგორც Reuters-ი იუწყება, შეთანხმება ითვალისწინებს კონსორციუმის შექმნას, რომლის შემადგენლობაშიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) შედის.

ბოულისა და DFC-ის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეთანხმება ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად გაფორმდა და „ლუკოილის“ 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების კომპანიის საერთაშორისო აქტივებზე გაცვლას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×