რეზონანსი
25.11.2026

ქვემო ფონიჭალაში, სადაც წინა კვირას აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაზმა გუშინ ისევ გაჟონა - „ტვ პირველთან“ საუბრისას ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მძაფრი სუნი მეოთხე და მეხუთე სართულზე იგრძნეს. 

ადგილზე გუშინ და დღესაც იმყოფებოდნენ „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, ონკანთან არსებულ მცირე გაჟონვა იყო, რაც აღმოიფხვრა. მათივე თქმით, შემოწმდა მთელი საცხოვრებელი სივრცე - პროფილაქტიკისა და უსაფრთხოების მიზნით ონკანი, საიდანაც გაზი ჟონავდა, შეიპოხა და ამჟამად გაჟონვა არ არის.

აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×