რეზონანსი
25.11.2026

ფონიჭალის ტრაგედიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, კლინიკაში გარდაიცვალა.

31 წლის მამაკაცს სხვა დაზიანებებთან ერთად სხეულის 87 პროცენტის დამწვრობა აღენიშნებოდა და ის კლინიკაში 6 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

რაც შეეხება აფეთქების შედეგად დაშავებულ 3 წლის თაიას, მან ინგოროყვას ​კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×