რეზონანსი
24.11.2026

არ მგონია, რომ ევროკავშირის, ევროპარლამენტის და ზოგადად ევრობიუროკრატიის განცხადებები ქართულ საზოგადოებას დიდად აღელვებდეს, სამწუხაროდ, სხვათა შორის, იმიტომ, რომ თავადვე გაუწიეს დისკრედიტაცია ევროპის ინსტიტუტებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ევრობიუროკრატიის განცხადებების მიმართ ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი აღარ არის.

„ევროპის ინსტიტუტები იქნება, ევროპარლამენტი თავისი რეზოლუციებით თუ ევროკომისია გადაწყვეტილებებით, ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს სთხოვდა და სთხოვს დამნაშავე პირების გამოშვებას ციხიდან, მათივე ევროპის სასამართლო ამართლებს დანაშაულში სააკაშვილს და რეზოლუციებით გვავალდებულებენ, რომ გავაუქმოთ ის კანონი, რომელიც იცავს ლგბტ პროპაგანდისგან ახალგაზრდებს და ეროვნულ ინტერესებზე ვთქვათ უარი. ამიტომ, დღეს, დარწმუნებული ვარ, რომ ევრობიუროკრატიის განცხადებების მიმართ ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი აღარ არის. მარტო ის რად კმარა, რომ დიდ დაპირისპირებაში თავად ევროკავშირი თავისივე თანამდებობის პირებთან და შეერთებული შტატების დღევანდელ პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან არის და რა გასაკვირია ახლა, რომ ევრობიუროკრატიას საქართველოში მიმდინარე პროცესები არ მოეწონოს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები რეზოლუციის პროექტზე, რომლის სახელწოდებაა „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×