რეზონანსი
23.11.2026

თუკი რამე არაა ეკლესიის საქმე, ეს არის, მაგალითად, კანონშემოქმედებით ცხოვრებაში ჩარევა, - განაცხადა ოპოზიციონერმა აქტივისტმა, მიხეილ ზაქარეიშვილმა, სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას „ტვ პირველის" ეთერში.

მისი განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში არასწორია, რომ მმართველმა გუნდმა, სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით კონსულტაციები საპატრიარქოსთან გაიარა.

გუშინ, ბატონმა [ირაკლი კრცხალიამ], რომელმაც განაცხადა, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ავკრძალოთო, იქვე მოაყოლა, რომ გავლილია კონსულტაციები საპატრიარქოსთან, რაც ნებისმიერ შემთხვევაში არასწორი საქციელია, ახლა ხელისუფლების კრიტიკა არის თუ არა ეკლესიის საქმე — ეგენი არიან, ყველა ეპისკოპოსი არის ადამიანი და ხელისუფლების კრიტიკა არ არის ისეთი რაღაცა, რაც შეიძლება ვინმეს დაუშალო, მით უმეტეს, პირიქით - ჩემი აზრით, რაც უფრო კრიტიკული იქნება ნებისმიერი სფერო, უკეთესია ზოგადად. ვერ დავიკვეხნი, რომ სუროგაციის მიმართულება ჩემი ძლიერი მხარეა, მაგრამ ზოგადად ადამიანის უფლებებს ეხება, შთამომავლობას ეხება და არ არის ეს ის ისეთი საკითხი, რომ ასე პირდაპირ ვიღაც პირები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი კვალიფიკაცია - რანაირად შეიძლება იცოდეს სასულიერო პირმა სამედიცინო მიმართულება," - განაცხადა ზაქარეიშვილმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×