რეზონანსი
23.11.2026

გა­და­ცე­მა “შენი ამ­ბა­ვი“ 12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბას აა­ნონ­სებს.

რო­გორც “შენი ამ­ბა­ვი“ წერს, ჟურ­ნა­ლის­ტი თაია გამ­თე­ნა­ძე და გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი დღეს მლე­თა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მათ ზუს­ტად ის მარ­შრუ­ტი გა­ი­ა­რეს, რაც მოწ­მე­ებ­თა მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძეს უნდა გა­ევ­ლო.

“დღეს მლე­თა­ში, დე­დას­თან ერ­თად ვი­ყა­ვით. კი­დევ ერთხელ, სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხეთ ის ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც, მოწ­მე­ე­ბის მო­ნა­ყო­ლის მი­ხედ­ვით, გუ­რი­კამ ბო­ლოს გა­ი­ა­რა.

სრუ­ლი­ად ექ­სპრომ­ტად, ტე­ლე­ფო­ნით გა­და­ვი­ღეთ ის, რა­საც ად­გილ­ზე სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვხე­დავ­დით. ამ ვი­დე­ოს აუ­ცი­ლებ­ლად გაჩ­ვე­ნებთ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში.

სოფო ამ ფო­ტო­ზე ზუს­ტად იმ ად­გი­ლას ზის, სა­დაც, მოწ­მე­ე­ბის თქმით, გუ­რი­კა ბო­ლოს ნა­ხეს,“ - წერს “შენი ამ­ბა­ვი.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×