რეზონანსი
23.11.2026

სამწუხაროდ, საქართველოში სუროგაციის მიმართულებით საკითხი პრობლემურია, ვნახავთ, რა ცვლილებები შემოვა პარლამენტში და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას თქმით, „შეუძლებელია იმაზე მსჯელობა, რასაც „ოცნება“ ზეპირსიტყვიერად ამბობს“.

„ერთია, „ოცნება“ ზეპირსიტყვიერად რას ამბობს, მაგრამ მეორეა, კანონში რას ჩაწერს. უნდა ვნახოთ, რა ცვლილებები შემოვა პარლამენტში. მას შემდეგ, რაც კანონპროექტს ვნახავთ, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. ფაქტია, რომ საქართველოში ეს პრობლემა მწვავედ დგას. დღეს, რა სახითაც არსებობს ეს სფერო, უმწვავესი პრობლემაა. რას გეგმავს „ოცნება“, ეს კანონპროექტში უნდა ვნახო. შეუძლებელია იმაზე მსჯელობა, რაც ზეპირსიტყვიერად თქვეს. ეს საკითხი რთული და პრობლემურია იქიდან გამომდინარე, რა ფორმებიც მიიღო საქართველოში“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სუროგაცია აიკრძალება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×