რეზონანსი
23.11.2026

მეხანძრე-მაშველი შალვა გათენდაშვილი ტრაგიკულ დღეს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მის კარიერაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა. მაშველი “პირველ არხთან” საუბარში ასევე ჰყვება საზოგადოების მხარდაჭერაზე და იმ შინაგან ძალაზე, რომელიც მას სამსახურის გაგრძელებაში ეხმარება.

„ხალხი სოციალურ სივრცეში იქნება თუ პირადადაც, ძალიან დიდ სითბოს გამოხატავს ჩემს მიმართ და ზოგადად მეხანძრე-მაშველების მიმართაც. გუშინ ჩემმა შვილმა სკოლიდან ჩანახატიც მომიტანა, კლასელს გამოუტანებია, რომ მადლობა შენს მამიკოსო. 

მათ შორის ეს ტრაგიკული დღეც ერთ-ერთი მძიმეა ჩემს კარიერაში და რაღაცნაირად დაგაფიქრებს, მაგრამ მერე ზუსტად თაიას თვალები რომ გაგახსენდება, თაია რომ ხელში გეჭირა, ნანგრევებიდან გამოყვანა. ის სიტყვები, ის ემოციები, რაც ამ ყველაფერმა გამოიწვია, მერე ერთიანად გავსებს, ასე ვთქვათ. შენი ეს ფიალა ივსება დადებით კონტექსტში, რომ მუხტი გქონდეს გააგრძელო სამსახური იმიტომ, რომ შეიძლება კიდევ ვინმეს დასჭირდეს შენი დახმარება და მაგრად უნდა იყო“, - აღნიშნა მაშველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×