რეზონანსი
22.11.2026

ირაკლი კირცხალია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი დიალოგის რეგულარულობაზე ისაუბრა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ მოსკოვთან უფრო ღრმა დიალოგის წინაპირობა საქართველოს დეოკუპაციაზე საუბარი იქნება.

„როდესაც დიპლომატიური კუთხით რაიმე ურთიერთობაზეა საუბარი, ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ ნებისმიერ ფორმატში ვისაუბრებთ, ნებისმიერ რამეზე ვისაუბრებთ ერთი მთავარი დათქმითა და პირობით - როდესაც ჩვენ დავსხდებით და დავიწყებთ დეოკუპაციაზე საუბრით, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი. ეს ძალიან კარგად ვიცით ჩვენ და ძალიან კარგად იციან მათაც, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამას არ აღიარებენ“, - აღნიშნა კირცხალიამ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა 19 ნოემბერს მინსკში პირველი შეხვედრა გამართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×