რეზონანსი
22.11.2026

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამორალურია ის საქციელი და თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

კირცხალიას თქმით, მათ საქციელს საზოგადოება შეაფასებს.

"თითოეული ეს ადამიანი არის სრულიად დაცლილი მორალისგან. მაგრამ ეს არის მათი სახე და ასეთი განცხადებები და მიდგომები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მათ ისედაც განადგურებულ ამორალურ რეპუტაციას, საზოგადოება შეაფასებს მათ საქციელს“, - განაცხადა კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×