რეზონანსი
22.11.2026

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს, გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო სულისშემძვრელ ტრაგედიას, რომელიც ფონიჭალაში მოხდა და, მთელი გუნდის სახელით, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს და გადარჩენილებს მალე გამოჯანმრთელება და მხნეობა ვუსურვო. კიდევ ერთხელ, მთელი გუნდის სახელით, ღრმა მწუხარება მინდა გამოვთქვა მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რაც სრულიად საქართველოს დაგვატყდა თავს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×