რეზონანსი
22.11.2026

ორშაბათს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, ჩრდილოატლანტიკური საბჭო შეიკრიბება.

განხილვის მთავარი თემა რუსული რაკეტების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა იქნება, - ინფორმაციას RMF24-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლონეთს თავდაცვის მინისტრის მოადგილე პაველ ზალევსკი წარადგენს.

„უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ მტკიცე მხარდაჭერას ნატო-ს მოკავშირეებისგან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი აღმოსავლეთ საზღვრის დაცვა! ორშაბათს, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს რიგგარეშე სხდომა, სადაც წარვადგენთ კონკრეტულ წინადადებებს და განვიხილავთ მოქმედების ახალ ვარიანტებს“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.

მისი თქმით, დეტალები შაბათს განიხილა ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან, გენერალ ალექსუს გრინკევიჩთან.

შეგახსენებთ, პარასკევს დასავლეთ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის დროს, სამი რუსული საფრენი აპარატი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. საფრენი აპარატები ჩამოვარდა პოდკარპაცკიეს რეგიონში (ორ ადგილას) და ლუბლინის რეგიონში (ერთ ადგილას). პოლონეთის პროკურატურამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთ შემთხვევაში საქმე ეხებოდა „ხ-101“ ტიპის ფრთოსან რაკეტას, ორ შემთხვევაში, კი - რაკეტისა და რეაქტიული დრონის ჩამოვარდნას. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×