რეზონანსი
22.11.2026

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ნიკოლოზ რაჭველის ფეისბუქ-მიმართვას პასუხობს, სადაც ის ,,იმედის” შესახებ წერს:

,,მედროვეობა უნიკალური თვისებაა და განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანებს ფანტასტიურად გამოსდით. სამწუხაროდ ისინი ყველგან არიან, მათ ხშირად ვაწყდებით, უბრალოდ მათი მხილება დროის ამბავია

ნათელი დღესავით მახსოვს 2012 წელს შენთვის უკვე დამარცხებული არჩევნების შემდეგ, როგორ გამოაბიჯე ფილარმონიასთან შეკრებილ ქართული ოცნების მხარდამჭერებთან და ბოდიშს უხდიდი გვერდით რომ არ დაუდექი როცა საჭირო იყო, თან ისე, რომ შენივე მეგობრები უარყავი და დარბაზშივე დატოვე. მერე იყო შენი ხანგრძლივი პრაგმატული კოჰაბიტაცია, ისე რომ თან სახელმწიფო გამოგეყენებინა და თან ლატენტურად შენს ვიწრო სოციუმში ყავით ხელში დაგეგმო. როცა ქვეყნის მოღალატედ აცხადებ ყველას, იმ ადამიანების ჩათვლით, ვინც დილით და ღამით შენობას ალაგებს, ზუსტად იცი, რასაც აკეთებ. აწი რაც არ უნდა გადააკეთ-გადმოაკეთო სტატუსი, სახე და შინაარსი მაინც ერთია

სამწუხაროა, ერთ დროს ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსი ასე სახედაკარგული როგორ აღმოჩნდი. შენს ყოფილ კოლეგებს ალბათ დრონებსაც სიამოვნებით გამოუგზავნიდი, ამის შესაძლებლობა, რომ გქონდეს

მე, დარწმუნებული ვარ ყველა ჩემი კოლეგა და ჩვენი არხის უძვირფასესი დამლაგებლები ყოველთვის ვიამაყებთ, რომ ისტორიის ამ მნიშვნელოვან დროს, ვიყავით აქ, იმედში, იქ სადაც ასე გვეამაყება ყოფნა“, - დაწერა ნოე სულაბერიძემ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×