
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მის ფანტასტიკურ ურთიერთობას ძალიან კარგ რამედ მიიჩნევს.
ჟურნალისტის კითხვაზე - მიაჩნია თუ არა მას პუტინი ამერიკის მეგობრად, ტრამპმა უპასუხა, რომ ქვეყნის სახელით ვერ ისაუბრებს, თუმცა რუსეთის ლიდერთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.
კიდევ ერთმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ როგორ შეიძლება იყოს დარწმუნებული, რომ პუტინი მას უბრალოდ არ ატყუებს, მაშინ როცა უკრაინაზე თავდასხმას აგრძელებს - ტრამპმა კი განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი მზადაა, საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტოს.
"მას ძალიან სურს ომის დასრულება. გულახდილად რომ ვთქვათ, ეს ძალიან რთული საქმეა," - აღნიშნა ტრამპმა და დაამატა, რომ ამერიკა ორივე მხარის დახმარებას ცდილობს.