რეზონანსი
20.11.2026

სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცდილობენ, ასეთ მძიმე წუთებში, ასეთ ტრაგედიებზე თავისი პოლიტიკური სარგებელი მოიპოვონ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, რითაც უპასუხა შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ „ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ცდილობენ, ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიები გამოიყენონ“.

„ისინი არიან ვითომ პოლიტიკოსები, ვითომ არასამთავრობო სექტორი, ვითომ საქართველოზე მოაზროვნე ადამიანები. ეს ის ხალხია, რომელიც ყველაფერს ეძებს იმისთვის, ოღონდ თავისი პოლიტიკური სარგებელი ნახოს. ძნელია კომენტარიც კი გააკეთო ასეთ ქმედებაზე. საზოგადოება ყველაფერს ხვდება, როდესაც ასეთ სენსიტიურ და რთულ პერიოდებში ცდილობ, რომ პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვო, ამიტომაცაა, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც უმცირდებათ და პრაქტიკულად აღარც ჰყავთ, ნულზე არიან დასული“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×