რეზონანსი
20.11.2026

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თბილისში მომხდარ ტრაგიკულ აფეთქებას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. შესაბამისი განცხადება სომხეთის მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელ X-ში გაავრცელა.

ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ამ მძიმე წუთებში სომხეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ თბილისში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე დროს სომხეთი სოლიდარობას უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ხალხს“, - წერს ნიკოლ ფაშინიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×