
2026 წლის სექტემბერში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 1 016 142 შეადგინა, რაც 2026 წლის აგვისტოსთან შედარებით 5.2%-ით, ხოლო 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 3.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია - ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ბაზრის მიმოხილვაში.
კვლევის მიხედვით, 2026 წლის სექტემბერში იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 11.2%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის აგვისტოსთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის სექტემბერთან შედარებით ასევე 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
„2026 წლის სექტემბერში იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 2400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 37.7%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის აგვისტოსთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 4.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2026 წლის სექტემბერში იმ ადამიანების წილი, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.2%-ს შეადგენდა, რაც 2026 წლის აგვისტოსთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული, ხოლო 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია“, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.
უფრო დეტალურად, კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერში 599-ლარამდე ხელფასი 114 ათასს პირს ჰქონდა, იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომელთა ხელფასიც 600-1199 ლარის ფარგლებში მერყეობდა 172 ათასს შეადგენდა.
გარდა ამისა, ქვეყანაში 347 ათასი ადამიანის ხელფასი 1200 ლარიდან 2399 ლარის ფარგლებში იყო, ხოლო 383 ათასი ადამიანის თვიური ანაზღაურება 2400-ლარს აჭარბებდა.
რაც შეეხება 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, PMCG-ის მონაცემებით, სექტემბერში 32 516 ადამიანმა აიღო.
წყარო: bpn.ge