რეზონანსი
20.11.2026

მყისიერი საფრთხე, 2012 წლის შემდგომი პერიოდი და პერსონალური კითხვების სტანდარტი - ეს ის თემებია, რაზეც დღეს საკონსტიტიციო სასმართლოში მხარეებმა იკამათეს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლმა, ალიკა კუპრავამ  „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ჰკითხა, თუ 2004-2012 წლების ქმედებები საკმარისი იყო პარტიის ასაკრძალად, რატომ არ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წელსვე, ხელისუფლების ცვლილებისთანავე.

ოპოზიციის მხრიდან ასევე დაისვა კითხვა იმაზე, თუ როგორ აფასებს მმართველი ძალა საფრთხეს მაშინ, როცა საჯაროდ თავადვე საუბრობს ოპოზიციის დაბალ რეიტინგზე.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები თავიანთ პასუხებში აცხადებენ, რომ პარტიას წლების განმავლობაში არაერთი შანსი მიეცა, თუმცა მათი შეფასებით, სიტუაცია „უიმედოა“.

სხდომაზე თენგიზ შარმანაშვილმა შარლ მიშელის ვიზიტიდა შეთანხმების თემა ახსნა და თქვა, რომ  ოპოზიციამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, პრინციპები დაარღვია და კონსტიტუციურ ჩარჩოს გასცდა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ რატომ დგება ეს საკითხი ახლა, „ქართული ოცნების“ წევრმა აღნიშნა, რომ ვითარება შეიცვალა, რადგან შარმანაშვილის მტკიცებით, მხარე „მარტო აღარ არის“ და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად აღარ იღებს.

სხდომაზე ასევე დაისვა კითხვა „ქართული ოცნების“ დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ენმ-ის ხელისუფლების დროს სომხეთში საქართველოს ელჩად მუშაობდა - კერძოდ, დაინტერესდნენ, ვინ დანიშნა ის ამ თანამდებობაზე (სახელმწიფო თანამდებობის პირმა/პრეზიდენტმა თუ პოლიტიკურმა პარტიამ). სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ეს პერსონალურ კითხვად შეაფასა და კითხვა დღის წესრიგიდან მოხსნა.

სხდომაზე შეეხნენ საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის თანამშრომლობის გამოცდილებასაც, რასაც მოსარჩელე მხარე ოპოზიციური ძალების კოორდინაციის არგუმენტად იყენებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×