რეზონანსი
20.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტი პუტინთან სამიტის შემდეგ  „მსურველთა კოალიციას“ მოუწოდა, ყურადღება ზელენსკის ფინანსურ მხარდაჭერიდან მის სამშვიდობო გეგმაზე გადაიტანონ. 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სატელეფონო საუბრისას, ევროპელ ლიდერებს,უკრაინისთვის დაფინანსების შეწყვეტისკენ მოუწოდა. საუბარი საკმაოდ მწვავე იყო, გაღიზიანებული ტრამპი მკვახედ საუბრობდა.

აშშ-ის პრეზიდენტი ბერლინში შეკრებილ „მსურველთა კოალიციას“ პრეზიდენტის თვითმფრინავიდან (Air Force One) დაუკავშირდა და ნატოელი მოკავშირეები იძულებულები იყვნენ მისი   „მძაფრი კრიტიკული ტირადა“ მოესმინათ.

გამოცემა „პოლიტიკოს“ წყაროების ცნობით, ტრამპმა უკრაინის ევროპელ მხარდამჭერებს უთხრა, შეეწყვიტათ საუბარი გადაუდებელი ფინანსური დახმარების გაგზავნაზე და, ნაცვლად ამისა, ყურადღება მის სადავო სამშვიდობო გეგმაზე გადაეტანათ.

სიტუაციაში ჩახედულმა ორმა პირმა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს „მძაფრი კრიტიკული ტირადა“ უწოდა. მათი თქმით, ტრამპმა გააკრიტიკა ევროკავშირისა და უკრაინის სხვა საერთაშორისო მხარდამჭერების გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს 2027 წლისთვის, ქვეყნის 70 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დეფიციტის შევსებას .

ტრამპი ხაზს უსვამდა იმას, თუ რა თანხის დაზოგვა შეეძლოთ ქვეყნებს ომის დასრულების შემთხვევაში, როდესაც უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა აღარ დასჭირდებოდათ.

ტრამპმა საუბარი ჯარედ კუშნერის ,აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ტელეფონით განახორციელა. კუშნერი, აშშ-ის სამშვიდობო საკითხებში კიდევ ერთ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან ერთად, ბერლინში „მსურველთა კოალიციის“ სამიტს ესწრებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთიდან ბრუნდებოდა, სადაც მან პუტინთან და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან უპრეცედენტო სამმხრივი სამიტი გამართა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×