რეზონანსი
20.11.2026

ვა­კე­ში, ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე 18 ნო­ემ­ბერს მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლი 80 წლამ­დე მა­მა­კა­ცი, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნია. მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით კი და­კა­ვე­ბუ­ლია ბიზ­ნეს­მე­ნი გელა არო­ბე­ლი­ძე. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მე­უღ­ლე მაკა სა­ლუქ­ვა­ძე დუ­მილს არ­ღვევს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, მაგ­რამ დუ­მი­ლი უნდა და­ვარ­ღვიო. მიც­ნობთ თუ არ მიც­ნობთ, ყვე­ლა და­მი­ჯე­რებთ, თუ რო­გო­რი მძი­მე იქ­ნე­ბა ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა. უფალს ვთხოვ შე­უნ­დოს ჩემს მე­უღ­ლე­სა და გარ­დაც­ვლილ ბა­ტონს მათი ცოდ­ვე­ბი.

ღვთის სა­მარ­თა­ლი და კა­ცის ერ­თმა­ნეთს არ ემ­თხვე­ვა. ამი­ტომ გთხოვთ, თავი შე­ვი­კა­ვოთ ერ­თმა­ნე­თის გან­კი­თხვი­სა­გან, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­სა­გან.

განა შე­ღა­ვა­თია თქვა, დანა გულ­ში ან მუ­ცელ­ში მოხ­ვდა, როცა ფე­ხის კუნ­თია და­შა­ვე­ბუ­ლი. განა შე­ღა­ვა­თია ჩემ­თვის გარ­დაც­ვლი­ლის წარ­სულ­ზე შავ­ბნე­ლი ცნო­ბე­ბის მო­წო­დე­ბა. დაე, უფალ­მა გან­სა­ჯოს.

გულ­წრფე­ლი სამ­ძი­მა­რი მის ოჯახს. უზო­მოა ჩემი მწუ­ხა­რე­ბა, მაგ­რამ, რო­გორც პა­ტა­რა ნა­პერ­წკა­ლი გულს მით­ბობს, თქვე­ნი კე­თი­ლი სი­ტყვე­ბი გე­ლას მი­მართ გა­მოთ­ქმუ­ლი.

მად­ლო­ბა უფალს, მას ისე უცხოვ­რია, რომ ამ სა­ში­ნე­ლი იარ­ლი­ყის მი­უ­ხე­და­ვად, სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნი­ებთ. სა­მო­ცი წელი ისე გა­უვ­ლია და­სა­შან­ტა­ჟებ­ლად 10 წლის ასაკ­ში მისი და პო­ლი­ცი­ე­ლი ბი­ძის ნა­თე­სა­ო­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს.

ვწუხ­ვარ და ბო­დიშს გიხ­დით, მძი­მე ამ­ბით, რომ და­ვამ­ძი­მეთ სამ­ყა­რო. მე­უბ­ნე­ბი­ან, ნუ გე­ში­ნია, ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვაო, მაგ­რამ ვიცი აღა­რა­სო­დეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად, როცა ღვთი­სა და ადა­მი­ან­თა მი­მართ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გაქვს, ამ სა­ზა­რელ ფაქტს ვერ და­ი­ვი­წყებ", - წერს მაკა სა­ლუქ­ვა­ძე.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი თბი­ლის­ში, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­სად­გომ­ზე, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ნაც­ნობ მა­მა­კაცს ჯერ ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და, ხოლო შემ­დეგ ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. და­პი­რის­პი­რე­ბი­სას და­შავ­და თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×