რეზონანსი
20.11.2026

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 20-23 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან  23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ საქართველოში 21 ნოემბრის დღის  ბოლოდან 22 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდნელია ნალექი, დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით.

შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, 22 ნოემბერს მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია  დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე  წყლის დონეების  მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ დასახლებებში ცალკეული ტერიტორიების  დატბორვა გამოიწვიოს. მაღალმთაში ძლიერი თოვის, ქარბუქის და ხილვადობის გაუარესების გამო, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×