რეზონანსი
20.11.2026

ფონიჭალაში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას ვერონიკა ვანიშვილი და მისი მცირეწლოვანი შვილი, არიანა ემსხვერპლნენ. როგორც "რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ქალი თბილისში ნაძალადევში ცხოვრობდა. შემდეგ უცხოეთში წავიდა და იქ გათხოვდა. მოგვიანებით, იგი ქმარს გაშორდა და უკან საქართველოში დაბრუნდა. ვერონიკა ვანიშვილი თბილისში ერთ-ერთ კაზინოში მუშაობდა. 

"წლებია ვმეგობრობდი მასთან და მის ძმასთან. უკარგესი გოგო იყო. სამი დღის წინ ბავშვმა გასეირნება მთხოვა, ვერ გავასეირნე, მეჩქარებოდა და გულში ხინჯად დამრჩა. 

ბავშვი დილით ადგა სკოლისთვის, სხვა ოთხაში ბებიასთან ერთად ეძინა, შევიდა დედასთან მეორე ოთახში, ჩავეხუტები და სახლიდან გასვლის წინ დავემშვიდობებიო და 10 წუთში ეს საშინელება მოხდა. ყველანი შოკში ვართ", - განუცხადა "რეზონანსს" ვერონიკას ახლო მეგობარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×