რეზონანსი
20.11.2026

UFC-ის ყო­ფი­ლი ჩემ­პი­ო­ნი ილია თო­ფუ­რია, რო­გორც ჩანს, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ახალ ეტაპ­ზეა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ფოტო, რო­მელ­ზეც ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ქარ­თველ მო­დელს, მო­ცეკ­ვა­ვეს ლინა სი­ჭი­ნა­ვას ლო­ყა­ზე კოც­ნის.

უცხო­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა არც ერთ მათ­განს რო­მა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­დას­ტუ­რე­ბია. New York Post-ის ცნო­ბით, ფოტო თავ­და­პირ­ვე­ლად ერთ-ერთ მათ­განს Instagram-ის "Close Friends“-ის ის­ტო­რი­ა­ში ჰქონ­და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ის სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გავ­რცელ­და. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სხვა­დას­ხვა ან­გა­რი­შე­ბი წე­რენ.

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ თო­ფუ­რი­ა­სა და სი­ჭი­ნა­ვას ურ­თი­ერ­თო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ და­უ­დას­ტუ­რე­ბი­ათ, თუმ­ცა მათი შე­საძ­ლო რო­მა­ნის შე­სა­ხებ ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რაა სა­უბ­რო­ბენ.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ლინა სი­ჭი­ნა­ვას ასაკ­მაც მი­ი­პყრო, მო­დე­ლი 19 წლი­საა და 29 წლის ილია თო­ფუ­რი­ა­ზე 10 წლით უმ­ცრო­სია.

ლინა სი­ჭი­ნა­ვა "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" მო­ცეკ­ვა­ვეა და ის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ახ­ლა­ხან, როცა ილია სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, ის "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" ან­სამ­ბლს ეს­ტუმ­რა. შე­სა­ბა­მი­სი ვი­დეო "ინ­სტაგ­რამ­ზე" ან­სამ­ბლის ოფი­ცი­ა­ლურ­მა გვერდმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ვი­დე­ო­ში ლინა სი­ჭი­ნა­ვაც ჩანს.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×