რეზონანსი
20.11.2026

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ის კვლავ დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

„ამ წუთისთვის, მდგომარეობა უცვლელია. ვინარჩუნებთ სტაბილურობას, მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე, თუმცა დიაგნოზი, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზულია. 

მას აღენიშნება 87%-იანი, მასშტაბური დამწვრობა - არა მარტო კანი აქვს დაზიანებული, ასევე გვაქვს სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, რომელიც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×