რეზონანსი
20.11.2026

ევროკავშირში წევრობა ხმის უფლების გარეშე - ბრიუსელი გაფართოების წესებს ცვლის და მომავალ წევრებს ათწლიან გამოსაცდელ ვადას უწესებს. სრულუფლებიანი წევრობის ნაცვლად, კანდიდატ ქვეყნებს შესაძლოა, ათწლიანი შეზღუდვების პირობებში მოუწიოთ ევროკავშირში ყოფნა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ეს პერიოდი 15 წლამდეც გახანგრძლივდეს.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩები ირლანდიის ინიციატივით შემუშავებულ ახალ მექანიზმზე უკვე შეთანხმდნენ. ბრიუსელის მთავარი ამოცანა გაფართოების პროცესისგან პოლიტიკური რისკების დაზღვევაა - ევროკავშირს არ სურს საკუთარ რიგებში განსხვავებული პოზიციების მქონე ქვეყანა მიიღოს. ცვლილებების ინიცირების მიზეზი "უნგრეთის" მაგალითი გახდა.

ახალი წესების მიხედვით, თუ ახალი წევრი ქვეყნის ქმედებებს ევროკომისია კანონის დარღვევად შეაფასებს, მას შესაძლოა კვალიფიციური უმრავლესობის გადაწყვეტილებით ხმის უფლება შეუჩერდეს. პირველი ქვეყანა, რომელზეც ეს ახალი მექანიზმი უნდა გამოიცადოს, მონტენეგროა.

2027 წლის ივნისში გასაფორმებელი გაწევრიანების ხელშეკრულების ტექნიკური განხილვა მომავალი კვირიდან იწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×