რეზონანსი
20.11.2026

გაირკვა იმ ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა გაარკვია, რომლის ბინაშიც ქვემო ფონიჭალაში აფეთქება მოხდა.

ის 31 წლის ილია ისაევია და თბილისის 127-ე სკოლა დაამთავრა.

გამოცემის „მთავარი ამბები კახეთიდან“ ინფორმაციით, კაცი ამჟამად დედასთან ერთად ბათუმში ცხოვრობს და დედაქალაქში ცოტა ხნის წინ ჩავიდა.

შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, მან გაზის გამათბობელი ღამით ჩართო და მოგვიანებით გამორთო. დილით კი მისი ანთება სცადა, რასაც, სავარაუდოდ, ოთახში დაგროვილი აირის აფეთქება მოჰყვა.

ისაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშად ფასდება. ის სხეულის 87%-იანი დამწვრობით, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები, მიღებული აქვს თერმულ-ინჰალაციური ტრავმა და ბაროტრავმა.

ადგილობრივები გამოცემასთან ყვებიან, რომ სკოლის პერიოდში მას ტრაილერი შეეჯახა და მძიმედ დაშავდა. მოგვიანებით კი კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდა. მათივე თქმით, მიღებული მძიმე ტრავმების შედეგად, ისაევს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

მთავარი ამბები კახეთიდან

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×