რეზონანსი
20.11.2026

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სამედიცინო დაწესებულებებში ამ დრომდე ორი მცირეწლოვანი და ერთი ზრდასრული მამაკაცი რჩება. ინგოროყვას კლინიკაში ორი მცირეწლოვანი - 11 წლის ბიჭი და 3 წლის გოგონაა მოთავსებული, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

როგორც ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა ანი დალაქიშვილი აღნიშნა, 3 წლის გოგონას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მკურნალობას განაგრძობს პედიატრიულ განყოფილებაში. ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებ.

„3 წლის თაიამ ოჯახის წევრები მოინახულა და ამ ეტაპზე ბავშვი აბსოლუტურად მშვიდად არის“ - განაცხადა დალაქიშვილმა.

კლინიკაში ასევე მკურნალობს 11 წლის ბიჭი და მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. 11 წლის ბიჭის დედას კი თავის ტრავმა აღენიშნებოდა, თუმცა სტაბილური მდგომარეობით კლინიკიდან უკვე გაეწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×